• 10-07-2023
    "იუვენტუსი" და უეფა შეთანხმდნენ - ტურინელები ევროტურნირის გარეშე რჩებიან
    "იუვენტუსი" და უეფა შეთანხმდნენ - ტურინელები ევროტურნირის გარეშე რჩებიან

    როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსმა" გასული წლის სერია ა-ს გთამაშებაში მე-7 ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნი სეზონში კონფერენს ლიგაზე მოუწევთ ასოარეზობა. 

    პრესაში ვრცელდება ცნობები, რომლის მიხედვითაც უეფა "ბებერი ქალბატონის" ევროპული ტურნირიდან 1 წლით მოკვეთას ფინანსური ფერ პლეის დარღვევის გამო აპირებს.

     აღსანიშნავია ის, რომ ტურინელები ამ სასჯელზე თანახმანი არიან, მათ ევროპაში რანგით მე-3 ჩემპიონატზე თამაშის დიდი სურვილი არ აქვთ, თანაც ეს სასჯელი გამორიცხავს მათ 2024/25 წლების სეზონში ევროპული ასპარეზიდან მოკვეთას. 

    როგორც ცნობილია, "იუვეს" მესვეურები ამ სანქციებს დათანხმდა და დიდი ალბათობით კლუბი მომავალ სეზონში ევროპული ტურნირების გარეშე დარჩება.

    Facebook კომენტარები