• 14-07-2023
    დერბი სატრანსფერო ბაზარზე! - მიქაუტაძის იტალიაში ტრანსფერის შანსები იზრდება
    დერბი სატრანსფერო ბაზარზე! - მიქაუტაძის იტალიაში ტრანსფერის შანსები იზრდება

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” 22 წლის ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს საოცარი სეზონი ჰქონდა.

    ახალგაზრდა ფეხბურთელი ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა.

    რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიქაუტაძის შეძენით “ლაციო” დაინტერესდა.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, L’equipe-ს ცნობით, კიდევ ერთ იტალიურ გრანდს “რომას” ქართველი თავდამსხმელის დამატება ძალიან სურს. დედაქალაქურ გუნდს ჯერ “მეცისთვის” წინადადებით არ მიუმართავს და მოვლენების განვითარებას ელოდება.

    ცნობისთვის, “მეცმა” “ბარნლისა” და “ლაციოს” მიერ შეთავაზებულ 15 მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვა.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიქაუტაძემ გასულ სეზონში ჩატარებული 39 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები