"ნაპოლის" ქართველი სუპერვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ბორის იგნატიევმა ისაუბრა:
"კვარაცხელია ალბათ, მოსკოვის "ლოკომოტივის" ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერია. მაშინ როგორ მონახეს და შემდეგ როგორ ვერ შეინარჩუნეს. ახლა ის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია"
"გაუგებარია როგორ შეეძლოთ ასეთი კალიბრის მოთამაშესთან განშორება. სამწუხაროდ, ხვიჩა ღირსეულად უკვე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დააფასეს", - განაცხადა იგნატიევმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ კვარა მოსკოვის გუნდში "რუსთავიდან" 6-თვიანი იჯარით გადავიდა, ამ დროის გასვლის შემდეგ კლუბმა ის არ გამოისყიდა.