გათიშვა

"თუ ისინი 1 გოლს მაინც გაიტანან, მე..." - რას წერდნენ ოკუპანტები საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან დაკავშირებით

"თუ ისინი 1 გოლს მაინც გაიტანან, მე..." - რას წერდნენ ოკუპანტები საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან დაკავშირებით
3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულში საქართველოს ნაკრებს საოცნებო სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა.

უშუალოდ ტურნირამდე, "ჯვაროსნების" ამ მიღწევას ბევრი უცხოელი ფეხბურთის გულშემატკივარი გამოეხმაურა და ბევრ მათგანს ჩვენი გუნდი საკმაოდ ესიმპატიურებოდა, მათი იმედები კი გამართლდა. 

ამ დიდებულ მოვლენას სოციალურ მედიაში რუსი ოკუპანტებიც გამოეხმაურნენ, რომელთა შურიანი განცხადებები მცდარი აღმოჩნდა: 

"თუ ისინი ერთ გოლს მაინც გაიტანენ მე ავდგები და სახლს გავყიდი" 

"საქართველოს ჯგუფიდან გასვლა სასაცილოდაც არ მყოფნის. შანსი არ აქვთ" 

"კვარაცხელია? ჰაჰა, მას რომ თამაში სცდონოდა, რუსეთის ჩემპიონატს მოიგებდა" 

"საერთოდ რატომ ჩადიან გერმანიაში? პირდაპირ 0 ქულა ჩაეწეროთ" "ესენი უნდა იყვნენ ჩემპიონატზე და ჩვენ არა?", - წერენ ოკუპანტები. 

მათი მოსაზრებები რეალობისგან საკმაოდ შორსაა, ეს ჩვენმა ნაკრებმა ივნისისა და ივლისის თვეებში დაამტკიცეს.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ