როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლი” სერია ა-ს მე-14 ტურის შეხვედრაში “ტორინოს” ესტუმრება.
აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ახალი როლი ექნება. კვარა ცენტრალური თავდამსხმელის უკან იმოძრავებს.
ხვიჩა მეტოქის საჯარიმოში იდგება და ეცდება რომელუ ლუკაკუს დახმარებას. ანტონიო კონტეს აზრით ეს გადაწყვეტილება ბელგიელ თავდამსხმელს გოლების გატანაში ხელს შეუწყობს.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.