გათიშვა

მამარდას სერიოზული ბრძოლა მოუწევს - ქართველს "ლივერპულში" ახალი კონკურენტი ეყოლება

მამარდას სერიოზული ბრძოლა მოუწევს - ქართველს "ლივერპულში" ახალი კონკურენტი ეყოლება
2 კვირის და 5 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე

როგორც მოგეხსენებათ, მამარდაშვილმა და "ლივერპულმა" კონტრაქტი გააფორმეს. ქართველი მეკარე “ვალენსიაში” კიდევ ერთი წლით დარჩება, ხოლო 2025 წლიდან ის მერსესაიდელთა ღირსებას დაიცავს.

ამ ფაქტით, ინგლისური კლუბის მეორე მეკარე კალაჰერი უკმაყოფილოა და ეს ყველაფერი ინტერვიუშიც დააფიქსირა:

“ჩემი ამბიცია ნათელი იყო, მინდა, რომ პირველი მეკარე გავხდე და ყოველ კვირას მატჩი ჩავატარო. კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ახალი მეკარე შეეძინა.”

“როგორც ჩანს, კლუბმა სხვა რამე გადაწყვიტა. ჩემი მისიაა, ვითამაშო და ნომერ პირველი მეკარე ვიყო გუნდში. ასევე შევიტყვე, რომ “ლივერპულმა” რამდენიმე გადაეყვეტილება დაბლოკა”, - განაცხადა ირლანდიელმა.


FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ