გათიშვა

"ჯერ მხოლოდ 5 თვეა რაც აქ ვარ და..." - რა თქვა კონტემ პრესკონფერენციაზე

"ჯერ მხოლოდ 5 თვეა რაც აქ ვარ და..." - რა თქვა კონტემ პრესკონფერენციაზე
1 კვირის და 6 დღის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს გასულ ტურში "ნაპოლი" შინ "ლაცისთან" მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა.

ამით გუნდმა ცხრილში პირველი ადგილი დაკარგა.

მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" თავკაცმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"ლაციოსთან" შეხვედრამ აჩვენა, რომ სწორი გზით მივდივართ, თუმცა შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთესად უნდა გამოვიყურებოდეთ.

თამაშის ხარისხით იმედგაცრუებული სულაც არ ვარ. ბიჭები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ და მატჩის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვეთამაშეთ ისეთ კარგ გუნდს, როგორიც "ლაციოა". რომაელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ.

ვიცი, რომ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე სირთულეები შეგვხვდება. მაგრამ ეს არის ის, რისი ხილვაც მსურს, ვგულისხმობ იმას, რომ გუნდი არასდროს არ უნდა დანებდეს.

საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ბიჭები ბევრს მუშაობენ. ჯერ მხოლოდ 5 თვე გავიდა რაც აქ ვარ, შრომა უნდა გავაგრძელოთ", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ