გათიშვა

ზურიკოს და ჟორჟის ღირებულება შეიცვალა - რა ღირან ქართველი ფეხბურთელები

ზურიკოს და ჟორჟის ღირებულება შეიცვალა - რა ღირან ქართველი ფეხბურთელები
1 კვირის და 4 დღის წინ
გიორგი სოხაძე

"Transfermarkt"-მა ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები გაანაახლა.

საქართველოს ნაკრებიდან 2 ფეხბურთელს, ზურიკო დავითაშვილსა და გიორგი მიქაუტაძეს შეეცვალათ ღირებულება.

ზურიკოს ღირებულება 5 მილიონი ევროდან 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

რაც შეეხება ჟორჟს, მისმა ღირებულებამ 2 მილიონი ევროთ იკლო, 20 მილიონი ევროდან 18 მილიონ ევრომდე.

აქვე მოგახსენებთ, რომ დავითაშვილს მიმდანრე სეზონში 14 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასი, მიქაუტაძეს კი 18 მატჩში 5 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ