გათიშვა

“ქართველებო, ამას როგორ წერთ, ხვიჩა არის ადამიანი, რომელმაც...” - როგორ ეხმაურებიან იტალიელები კვარას ტრავმაზე ქართველების კომენტარებს

“ქართველებო, ამას როგორ წერთ, ხვიჩა არის ადამიანი, რომელმაც...” - როგორ ეხმაურებიან იტალიელები კვარას ტრავმაზე ქართველების კომენტარებს
1 კვირის და 3 დღის წინ
გიორგი ჭანტურია

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ “ლაციოსთან” გამართულ შეხვედრაში დაზიანება მიიღო.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ ქართველი გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში ხვიჩა კვარაცხელიას მეტ ჩართულობას მოითხოვენ.

”ნაპოლის” ქომაგებმა ხვიჩა კვარაცხელია დაიცვეს:

ქართველებო, ამას როგორ წერთ, ხვიჩა არის ადამიანი, რომელმაც საფეხბურთო რუკაზე საქართველო გამოსახა.

კვარაცხელია უმაგრესი ბიჭია. დიდი იმედი მაქვს, რომ უმაღლეს დონეზე იასპარეზებს.

არ მესმის ქართველი გულშემატკივრები რატომ აგინებენ ხვიჩას, წარმოუდგენელია გყავდეს ამ დონის ფეხბურთელი და არ აფასებდე…

სრული მარაზმია, რასაც ქართველი გულშემატკივრები შვებიან… ამას კვარა არ იმსახურებს.

სერია ა-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშეს, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს ასე არ უნდა აკრიტიკებდეთ!

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ