როგორც მოგეხსენებათ, 15 წლის ქართველი ტალანტის ანდრია ბართიშვილის თამაშმა ევროპული გუნდები აღაფრთოვანა.
გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის მარკო დი ნატალეს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბართიშვილის შეძენით ტურინის “იუვენტუსი” ინტერესდება.
ტრანსფერში დიდ როლს საქართველოში არსებული წალენჯიხის “იუვენტუსის” აკადემია ასრულებს.
იტალიური მხარე ანდრიას “ახალ კვარად” მოიხსენიებს და მისი თამაშით აღფრთოვანებულები არიან.