• 08-06-2023
    შოტლანდიელი ფეხბურთელი: "დიახ, ასე ვაპირებთ საქართველოს ნაკრების დამარცხებას"
    შოტლანდიელი ფეხბურთელი: "დიახ, ასე ვაპირებთ საქართველოს ნაკრების დამარცხებას"
    Author of the article
    Aa

    შოტლანდიის ეროვნული ნაკრებისა და "ბრაიტონის" ფეხბურთელმა ბილი გილმორმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპების იმ მატჩების შესახებ ისაუბრა, რომლებიც სქოთებს ივნისში ელოდებათ.

    "დაზუსტებით ვიცით, რომ ნორვეგიასთანაც რთული მატჩი გველის და საქართველოსთანაც. პირველი შეხვედრა ნორვეგიასთან გვექნება. მათ ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავთ და ვიცით, რისი ჩადენაც შეუძლიათ.

    ჩვენი მთავარი კოზირი იმაში მდგომარეობს, რომ დიდი ხანია, მხარდამხარ ვთამაშობთ. მინდორზე ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებთ. ამას ბევრი ნაკრები ვერ დაიკვეხნის.

    ვფიქრობ, ერთიანობით შეგვიძლია, რომ როგორც ნორვეგიას, ასევე საქართველოს მოვუგოთ, თუმცა მათთან შეხვედრები რთული იქნება," - თქვა ბილიმ.

    შოტლანდია ნორვეგიის ეროვნულ გუნდს 17 ივნისს დაუპირისპირდება, საქართველოს ნაკრებს კი 20 ივნისს მიიღებს.

    ცნობისთვის, ორ მატჩში აღებული 6 ქულით, შოტლანდიელები ქვეჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები არიან.

    Facebook კომენტარები