• 25-07-2023
    "იუნაიტედი" ფეხბურთელის კონტრაქტს 12 თვით ავტომატურად გაახანგრძლივებს - ნიქსონი
    "იუნაიტედი" ფეხბურთელის კონტრაქტს 12 თვით ავტომატურად გაახანგრძლივებს - ნიქსონი
    Author of the article
    Aa

    ბრიტანელი ჟურნალისტის ალან ნიქსონის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედი" აარონ ვან-ბისაკას კონტრაქტში არსებულ პუნქტს გამოიყენებს.

    მარჯვენა მცველს მიმდინარე ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები კი არც თუ ისე წარმატებით მიდის.

    ერიკ ტენ ჰაგს ფეხბურთელის გაშვება არ სურს, ამიტომაც კლუბს პუნქტის გამოყენებისკენ მოუწოდა.

    შესაბამისად, ვან-ბისაკას კონტრაქტი ავტომატურად 1 წლით გახანგრძლივდება და კლუბში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

    Facebook კომენტარები