• 30-07-2023
    გიუნდოგანის და კრისტენსენის ტრავმები სერიოზული არ აღმოჩნდა
    გიუნდოგანის და კრისტენსენის ტრავმები სერიოზული არ აღმოჩნდა
    Author of the article
    Aa

    ილქაი გიუნდოგანსა და ანდრეას კრისტენსენს მადრიდის "რეალთან" გამართული მატჩის ნაადრევად დატოვება მოუხდა, რისი მიზეზიც მათ მიერ მიღებული ტრავმები გახლდათ.

    გერმანელმა ნახევარმცველმა ორელიენ ჩუამენისთან შეჯახებისას მიიღო დაზიანება, დანიელმა მცველმა კი ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე იტკინა რაღაც.

    ხავი მიგელის ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელი შეიძლება მზად იყოს "მილანთან" მატჩისთვის, თუმცა სამწვრთნელო შტაბი გარისკვას არ აპირებს.

    აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ილქაიც და ანდრეასიც ჟოან გამპერის თასის შეხვედრაში დაბრუნდებიან. ამ მატჩში კატალონიელები ლონდონის "ტოტენჰემს" შეხვდებიან

    ცნობისთვის, "მილანს" "ბარსა" 2 აგვისტოს დაუპირისპირდება, გამპერის თასი კი 8 აგვისტოს გათამაშდება.

    Facebook კომენტარები