• 31-07-2023
    ლუკა ხარატიშვილი “სამტრედიაში” ითამაშებს
    ლუკა ხარატიშვილი “სამტრედიაში” ითამაშებს

    ახალგაზრდა მეკარე, ლუკა ხარატიშვილი კარიერას “სამტრედიაში” გააგრძელებს. ინფორმაციას იმერული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ახალგაზრდა ფეხბურთელი იმერულ გუნდს ბათუმის “დინამოდან” იჯარის წესით შეუერთდა.

    ხარაზიშვილმა მიმდინარე სეზონში ბათუმის “დინამოს” მაისურით 3 შეხვედრა ჩაატარა.

    საგულისხმოა, რომ 20 წლის მეკარე გასულ სეზონში “შუქურას” უმაღლეს ჩემპიონატში აღზევებაში დაეხმარა.

    ცნობისთვის, ლუკა ხარატიშვილს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს.

    Facebook კომენტარები