03-08-2023

“დილა” VS “ვორსკლას” მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

ავტორი
გორის “დილას” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფერენს ლიგის შეხვედრის ყველა ბილეთი გაყიდულია.
შედეგად, გორის “დილასა” და “ვორსკლას” შეხვედრას 5000 გულშემატკივარი დაესწრება. გორში სრულ ანშლაგს ელოდებიან.
ცნობისთვის, ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დუნაისკა “სტრედას” სძლია.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ გორის “დილამ” “ვორსკლას” წინააღმდეგ პირველი შეხვედრა 2:1 დათმო.
ტეგები:
Facebook კომენტარები