• 04-08-2023
    "ულოცავ ქართველებს შემდეგ ეტაპზე გასვლას და მომავალ მატჩებში წარმატებებს ვუსურვებ" - "ვორსკლას" მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდეგ
    "ულოცავ ქართველებს შემდეგ ეტაპზე გასვლას და მომავალ მატჩებში წარმატებებს ვუსურვებ" - "ვორსკლას" მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, გორის "დილამ" უკრაინული "ვორსკლა" დაამარცხა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტყაპის შემდეგ რაუნდში გავიდა, მატჩთან დაკავშირებით უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა, ვიქტორ სკრიპნიკმა ისაუბრა:

    “ანგარიში თამაშს შეესაბამება, გორის დილამ გვაჯობა და შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა. ჩვენ მიმართ შეუსაბამო მოლოდინები იყო, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან რთულ პირობებში გვიწევს ცხოვრება და თამაში. არ ვამბობთ, რომ შემტევად და ლამაზად ვთამაშობთ, არამედ ისე ვთამაშობთ, როგორც შეგვიძლია. წილისყრის შემდეგ ამბობდნენ, რომ დუნაისკა სტრედა დილას დაამარცხებდა და ჩვენ სლოვაკები შეგვხვდებოდნენ. ასე არ მოხდა, ქართულმა გუნდმა დუნაისკა სტრედაც დამსახურებულად დაამარცხა და ჩვენც გვაჯობა, მათ შორის თამაშითაც"

    "მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ბევრი შანსი არ გვქონდა, ვცდილობდით პრესინგზე ავსულიყავით და მეტოქის შეცდომის იმედი გვქონოდა. ვალდებულება არ გაგვაჩნდა, ვორსკლასა და გულშემატკივრებისთვის ვთამაშობდით. ჩემი ფეხბურთელების საშემსრულებლო ოსტატობა ისეთი გუნდის დასამარცხებლად, როგორიც დილაა, საკმარისი არ აღმოჩნდა. ვულოცავ ქართველებს შემდეგ ეტაპზე გასვლას და მომავალ მატჩებში წარმატებებს ვუსურვებ"

    "ვერ ვიტყვი, რომ ანდრეი ჩემი სტუდენტი ან სტაჟიორი იყო, მხოლოდ რამდენიმე ლექცია და ვარჯიშის ჩანაწერები თუ ნახა. ის საქართველოში ძალიან კარგად მუშაობს, იმედი მაქვს, მომავლშიც ასე გააგრძელებს. ანდრეის წარმატებებს ვუსურვებ და იმედია, შემდეგ ეტაპსაც გადალახავს”, - განაცხადა სკრიპნიკმა.

    Facebook კომენტარები