• 05-08-2023
    დილას ლეგიონერით პოლონეთის ჩემპიონი დაინტერესდა - გეილში 1.2 მილიონს იხდიან
    დილას ლეგიონერით პოლონეთის ჩემპიონი დაინტერესდა - გეილში 1.2 მილიონს იხდიან

    მიმდინარე კონფერენს ლიგის საკვალიფიაკციო ეტაზე ქართული კლუბებიდან თავი ყველაზე კარგად გორის "დილამ" წარმოაჩინა, რომელიც მესამე რაუნდისთვის ემზადება.

    გორული კლუბიდან ერთ-ერთი გამორჩეული ბარბადოსელი შემრევი, ტიერი გეილი იყო.

    როგორც იწერება, მისი შეძენით, პოლონეთის ჩემპიონი "რაკუვი" ინტერესდება. მათი წარმომადგენლები "ვორსკლასთნ" განმეორებით მატჩს დაესწრნენ და ფეხბურთელით მოხიბლულები დარჩნენ.

    ინფორმაციის თანახმად, პოლონელები ფეხბურთელში 1.2 მილიონ ევროს გადახდას აპირებენ.

    აქვე მოგახსენებთ, რომ გეილი "დილას" 2022 წელს შეურთდა მან ეროვნულ ლიგაში 19 მატჩი ჩაატარა, სადაც 10 გოლის გატანა მოახერხა. ასევე მის ანგარიშზე კონფერენს ლიგაზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

    Facebook კომენტარები