02-06-2022

პოგბა "იუვესთან" ერთ ნაბიჯშია

ავტორი
Goal.com-ის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეთანხმების ამოწურვის შემდგომ პოლ პოგბა "იუვენტუსში" დაბრუნდება. 29 წლის ფრანგმა "ბიანკონერიში" 4 წელი გაატარა, 2012-დან 2016 წლამდე. იმ პერიოდიდან მოყოლებული კი "წითელი ეშმაკების" ღირსებას იცავდა. რამდენიმე დღის წინ ინგლისელებმა დაადასტურეს, რომ მათი მეექვსე ნომერი კლუბს დატოვებდა.
ტურინელები პოგბას წლიურ 6-8 მილიონ ევროს და 2025 წლამდე მოქმედ შეთანხმებას სთავაზობენ. ფრანგს "იუვესთან" საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება აქვს და განაცხადა, რომ მოვიდოდა დღე, როცა დაბრუნდებოდა. როგორც ჩანს, ეს მომენტი საკმაოდ ახლოსაა.
პოგბამ 2012-2016 წლებში შავ-თეთრი მაისურით 178 შეხვედრა გამართა და 34 გოლიც გაიტანა.
ტეგები:
Facebook კომენტარები