• 11-08-2023
    დე ხეა "რეალში" დაიბლოკა - რა ხდება მამარდაშვილთან დაკავშირებით
    დე ხეა "რეალში" დაიბლოკა - რა ხდება მამარდაშვილთან დაკავშირებით

    მას შემდეგ, რაც ტიბო კურტუამ უმძიმესი ტრავმა მიიღო, მადრიდის "რეალს" არაერთი მეკარე დაუკავშირეს.

    აღსანიშნავია, რომ კანდიდატთა სიაში დავიდ დე ხეაც იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია.

    მიუხედავად მისი უფასოდ დამატების შესაძლებლობისა, "ბლანკოსში" ესპანელი კარის დარაჯის ვარიანტი დაბლოკეს.

    როგორც იწერება, მადრიდელთა თავკაცი კარლო ანჩელოტი ამ ტრანსფერის კატეგორიული წინააღმდეგია.

    გარდა დე ხეასა, "სამეფო გუნდს" კეილორ ნავასი, გიორგი მამარდაშვილი, კეპა არისაბალაგა და იასინ ბონო დაუკავშირეს.

    ყველაზე რეალური კი ამ უკანასკნელის ვარიანტი მოსჩანს, რომლის ტრნასფერზეც მუშაობა "რეალმა" უკვე დაიწყო.

    ცნობისთვის, 32 წლის მაროკოელ მეკარეს "სევილიასთან" კონტრაქტი 2025 წელს ეწურება და "Transfermarkt"-ის მონაცემების მიხედვით, მისი ფასი 12 მილიონ ევროს შეადგენს.

    Facebook კომენტარები