• 13-08-2023
    3 მილიონი ევრო საზონოვის სანაცვლოდ - ქართველს ახალი მსურველი ჰყავს
    3 მილიონი ევრო საზონოვის სანაცვლოდ - ქართველს ახალი მსურველი ჰყავს

    მას შემდეგ, რაც საბა საზონოვის "ლიონში" ტრანსფერი ჩაიშალა, ქართველი მცველი ახალ გუნდს დაუკავშირეს.

    საუბარია თურქულ "ბეშიქთაშზე", რომელიც 21 წლის მოთამაშის გადაბირებითაა დაინტერესებული.

    გამოცემა "Sport24"-ის ინფორმაციით, თურქები მზად არიან მის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადონ.

    რაც შეეხება თავად ფეხბურთელის პოზიციას, მას კარიერის გაგრძელება ტოპ 5 ჩემპიონატში სურს.

    აქვე გეტყვით, რომ მოსკოვის "დინამოს" მაისურით საბა საზონოვს მონაწილეობა 41 მატჩში აქვს მიღებული

    Facebook კომენტარები