• 13-08-2023
    ირაკლი აზაროვის შეძენა ბერძნულ გრანდს სურს!
    ირაკლი აზაროვის შეძენა ბერძნულ გრანდს სურს!

    როგორც მოგეხსენებათ, “ცრვენა ზვეზდას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ირაკლი აზაროვმა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.

    Mozot Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზაროვის შეძენით ბერძნული “ოლიმპიაკოსი” ინტერესდება.

    საგულისხმოა, რომ არცისე დიდი ხნის წინ “ცრვენა ზვეზდამ” აზაროვის სანაცვლოდ შემოთავაზებული 3 მილიონი დაბლოკა.

    შედეგად, “ოლიმპიაკოსს” ქართველი მცველის სანაცვლოდ მინიმუმ 3 მილიონზე მეტის გადახდა მოუწევს.

    ცნობისთვის, აზაროვმა მიმდინარე სეზონში ბერძნული გუნდის მაისურით 1 შეხვედრის ჩატარება უკვე მოასწრო.

    Facebook კომენტარები