• 13-08-2023
    გიორგი გაგუა "ალავესის" განაცხადში მოხვდა - მორიგი ქართველი ტოპ 5 ლიგაში
    გიორგი გაგუა "ალავესის" განაცხადში მოხვდა - მორიგი ქართველი ტოპ 5 ლიგაში

    "GeoTeam"-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი გაგუა "ალავესის" მთავარი გუნდის განაცხადში მოხვდა.

    აღსანიშნავია, რომ ქართველ შემტევს ასევე აქტიურად "სლოვან ბრატისლავასთანაც" აკავშირებენ და არის შანსი, რომ 21 წლის მოთამაშე სლოვაკთა რიგებს შეურთდეს.

    როგორც იწერება, ვლადიმერ ვაისი ძლიერ დაინტერესებულია გიორგის გადაბირებით.

    ასე და ამგვარად, 14 აგვისტოს "ალავესი" "კადისს" უპირისპირდება და, შესაძლოა, ლა ლიგაში გიორგის სადებიუტო თამაშიც შედგეს.

    Facebook კომენტარები