• 14-08-2023
    სიგუას "ბაზელში" დებიუტი შედგა - შემდეგ მატჩში ძირითადში უნდა ველოდოთ
    სიგუას "ბაზელში" დებიუტი შედგა - შემდეგ მატჩში ძირითადში უნდა ველოდოთ

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი, გაბრიალ სიგუა თბილისის "დინამოდან" შვეიცარიულ "ბაზელში" გადაბარგდა.

    ქართველის დებიუტი შვეიცარიის ლიგის მეოთხე ტურში შედგა, ის მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა და მინდორზე 15 წუთი დაჰყო.

    საბოლოოდ მატჩი "ბაზელის" მარცხით ანგარიშით 2:1 დასრულდა.

    აქვე მოგახსენებთ, რომ პრესის ინფორმაციით, 20 აგვისტოს თასის გათამაშებაში სიგუას ძირითადში უნდა ველოდოთ.


    Facebook კომენტარები