• 15-08-2023
    ბრატისლავა “სლოვანი” ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გამოეთიშა
    ბრატისლავა “სლოვანი” ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გამოეთიშა

    ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ბრატისლავა “სლოვანი” ჰაიფა “მაკაბის” ესტუმრა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

    შედეგად, ვლადიმირ ვაისის გუნდი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ასპარეზობას გამოეთიშა.

    გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას გუნდი ევროპა ლიგის პლეი-ოფში იასპარეზებს, სლოვაკურ გუნდს მინიმუმ კონფერენს ლიგის საგზური უკვე განაღდებული აქვს.

    შეგახსენებთ, რომ ბრატისლავა “სლოვანი” შარშან სწორედ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობდა.

    Facebook კომენტარები