16-08-2023
სამიზნე ცნობილია - საინტერესო ვარიანტი ჟელინსკის შემცვლელად
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ფეხბურთელი პიოტ ჟიელინსკი კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.
უდიდესი ალბათობით, პოლონელი ნახევარმცველი კარიერას საუდის არაბეთში, კერძოდ "ალ-აჰლიში" გააგრძელებს.
ბუნებრივია, ნეაპოლელები მისი შემცვლელის მოყვანაზე ზრუნავენ.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დე ლაურენტისმა მის შემცვლელს უკვე მიაგნო.
საუბარია "სელტას" ნახევარმცველზე გაბრი ვეიგაზე, რომელთანაც "პარტენოპეი" მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც ირკვევა, ვიგოელები ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვენ.
აქვე გეტყვით, რომ გაბრის "სელტასთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.
ტეგები:
Facebook კომენტარები