• 24-08-2023
    გადაწყდა! - ალექსის სანჩესი “ინტერში” ბრუნდება
    გადაწყდა! - ალექსის სანჩესი “ინტერში” ბრუნდება

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 34 წლის ჩილელი ფეხბურთელი, ალექსის სანჩესი კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს.

    გამოცდილი მოთამაშე იტალიურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსიშ შეუერთდა.

    სანჩესი “ინტერში” ხოაკინ კორეას ჩაანაცვლებს, რომელიც “მარსელში” გააგრძელებს კარიერას.

    ცნობისთვის, ალექსის სანჩესს “ინტერში” აქამდეც უთამაშია. ჩილელი ფეხბურთელი “ნერაძურიში” 2019-2022 წლებში ასპარეზობდა.

    Facebook კომენტარები