როგორც მოგეხსენებათ, წყალტუბოს “სამგურალი” ეროვნული ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება.
შეხვედრის წინ წყალტუბოს “სამგურალის” ნახევარმცველმა, ნოდარ ლომინაძემ გუნდის პრესსამსახურთან ისაუბრა:
“ჩემპიონატი კარგად ვერ განვაახლეთ, თუმცა ბიჭები ყველანაირად მობილიზებული ვართ და “ტორპედოსთან” მოსაგებად ვიბრძოლებთ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენთვის 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ და ვნახოთ, რა გამოვა, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება.
ქუთაისის “ტორპედო” ძალიან კარგი გუნდია, შესანიშნავ ფორმაში არიან, განსაკუთრებით გუნდის ლიდერები. ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგეს, კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ. გუნდები კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და რთული თამაში იქნება. ვეცდებით ჩვენი პლუსები გამოვიყენოთ. მნიშვნელოვანია გულშემატკივრის ფაქტორი, მინდა რომ ჩვენს ქომაგს სტადიონზე მოსვლისკენ მოვუწოდო, გულშემატკივრების მხარდაჭერა ჩვენთვის დიდი სტიმულია. ვიმედოვნებთ, სტადიონზე ბევრი ქომაგი მოვა და გაგხამხნევებს”. - განაცხადა ლომინაძემ.
ცნობისთვის, შეხვედრა 17:00 საათზე შედგება.