• 06-10-2023
    დე ლაურენტისმა "ნაპოლის" ფეხბურთელს ხელფასის შემცირება სთხოვა - ახალი ცნობები
    დე ლაურენტისმა "ნაპოლის" ფეხბურთელს ხელფასის შემცირება სთხოვა - ახალი ცნობები
    Author of the article
    Aa

    უცხოურ მედიაში "ნაპოლის" შესახებ ახალი, საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

    როგორც იწერება, "პარტენოპეის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ფეხბურთელს ხელფასის შემცირება სთხოვა.

    საუბარია პიოტრ ჟიელინსკიზე, რომელიც ყოველწლიურად 3.5 მილიონ ევროს გაოიმუშავებს.

    როგორც ირკვევა, პრეზიდენტის სურვილია, რომ პოლონელის ანაზღაურება 1 მილიონი ევროთი შემცირდეს, რაზეც მოთამაშის აზრი ჯერჯერობით უცნობია.

    შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ჟიელინსკის გადაბირებას საუდის არაბეთის კლუბები ცდილობდნენ, თუმცა ნახევარმცველმა "ნაპოლიში" დარჩენა ამჯობინა.

    Facebook კომენტარები