• 10-10-2023
    კონტრაქტის უცნობი პუნქტი - რატომ არ აწყობს "ნაპოლის" გარსიას
    კონტრაქტის უცნობი პუნქტი - რატომ არ აწყობს "ნაპოლის" გარსიას
    Author of the article
    Aa

    იტალიური გამოცემა "AreaNapoli" "ნაპოლის" მწვრთნელთან, რუდი გარსიასთან დაკავშირრბით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, კონტრაქტში შეტანალი უცნობი პუნქტის გამო "პარტენოპეის" რუდის გაშვება არ აწყობს.

    კერძოდ, როგორც იწერება, იმ შემთხვევაში თუ კლუბი მას გაანთავისუფლებს, ნეაპოლელები ვალდებულნი იქნებიან, რომ ფრანგ სპეციალისტს ხელფასი 2024 წლის ივნისამდე უხადონ.

    იწერება, რომ რუდის ანაზღაურება ყოველდღიურად 8000 ევროს შეადგენს, რაც წელიწადში 3 მილიონ ევროს უდრის.

    აქვე გეტყვით, რომ გარსიას ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წელს ეწურება.

    Facebook კომენტარები