• 11-10-2023
    "გვაინტერესბეს, როგორ შეგვიძლია ასეთი დონის ნაკრებთან თამაში ვეცდებით, ღირსეულად ვითამაშოთ" - ტაილანდის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
    "გვაინტერესბეს, როგორ შეგვიძლია ასეთი დონის ნაკრებთან თამაში ვეცდებით, ღირსეულად ვითამაშოთ" - ტაილანდის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია

    მოგეხსენებათ, საქართველოსა და ტაილანდის ნაკრებების მატჩი 12 ოქტომბერს მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე 20;00 წუთზე გაიმართება.

    მატჩის წინა დღეს ტაილანიდს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეშანდრე პიოლკინგმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალ მატჩზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

    "ძალიან გვიხარია აქ ყოფნა და ამ დონის ნაკრებთან თამაში. ვიცი, რომ საქართველო დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყანაა. დიდი ხანი გერმანიაში ვცხოვრობდი და ბევრი ქართველი ფეხბურთელის თამაში მინახავს ცოცხლად, მაგალითად, ლევან კობიაშვილის შალკეში და სხვა ქართველი ფეხბურთელების. ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა გველის. გვინდა, ვნახოთ როგორ შეგვიძლია ასეთი დონის ნაკრებთან თამაში. წინ კიდევ 1 ვარჯიში გვაქვს. ვეცდებით, ღირსეულად ვითამაშოთ".

    "საკმაოდ რთული გვარი აქვს, მაგრამ შესანიშნავი ფეხბურთელია. შეიძლება მისი შედარება ბრაზილიელ ფეხბურთელებთან, რადგან ტექნიკურად დაბალანსებულად თამაშობს. ის, რომ ხვიჩა ნაპოლის დონის გუნდშია და ასეთი მიღწევები აქვს, ბევრ რამეს ნიშნავს. ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება მის წინააღმდეგ თამაში, ამავე დროს ძალიან კარგი გამოცდილება, განსაკუთრებით მცველებისთვის".

    Facebook კომენტარები