• 14-10-2023
    "ყველაზე მაგარი ვისთანაც მივარჯიშია, კვარაცხელიაა" - ხვიჩას ყოფილი გუნდელის განცხადება
    "ყველაზე მაგარი ვისთანაც მივარჯიშია, კვარაცხელიაა" - ხვიჩას ყოფილი გუნდელის განცხადება

    "ნაპოლის" კუთვნილებაში მყოფმა ფეხბურთელმა, ჯენარო იაკარინომ ქართველ ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

    "მას მერე, რაც კონტრაქტი ნაპოლისთან გავაფორმე, მქონდა ისეთ ფეხბურთელებთან ვარჯიშის საშუალება, როგორებიც ინსინიე, მერტენსი, კულიბალი არიან. ჩემი პოზიციიდან და თვისებებიდან გამომდინარე, ჟელინსკის თამაშს ყურადღებით ვაკვირდები და ვსწავლობ"

    "თუმცა, ყველაზე მაგარი ვისთანაც მივარჯიშია, კვარაცხელიაა. აზრი არ აქვს აღწერას, ის ფენომენია. მასზე სტატისტიკაც მეტყველებს. ნაპოლის გულშემატკივარი ვარ და ჩემი ოცნებაა, ამ გუნდში თამაში და ტიტულების მოგება", - თქვა იტალიელმა.

    აქვე მოგახსენებთ, რომ ის ამჟამად "ლეგა პროში" თამაშობს.

    Facebook კომენტარები