• 14-10-2023
    "რეალი" "ნაპოლის" ლიდერით ინტერესდება - ტრანსფერი ზამთარშივეა შესაძლებელი
    "რეალი" "ნაპოლის" ლიდერით ინტერესდება - ტრანსფერი ზამთარშივეა შესაძლებელი
    Author of the article
    Aa

    გავლენინი გამოცემა "ESPN" მადრიდის "რეალის" ზამთრის სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს. 

    როგორც წესი, "ბლანკოსი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არ აქტიურობს ხოლმე. 

    თუმცა წყარო იუწყება, რომ მადრიდელები "ნაპოლის" ნიგერილი შემტევით, ვიქტორ ოსიმენით ინტერსდებიან.

    ირკვევა, რომ "სამეფო გუნდი" ცენტრ-ფორვარდის დამატების საკითხს განიხილავს და ერთ-ერთი ვარიანტი სწორედ ნეაპოლელთა ცხრიანია.

    შეგახსენებთ, რომ ვიქტორს "პარტენოპეისთან" გარკვეული სახის კომფლიქტი აქვს, რამაც, შესაძლოა, ამ ტრანსფერი ალბათობა გაზარდოს.

    Facebook კომენტარები