• 15-10-2023
    რამდენად მძიმე ოსიმენის ტრავმა - ახალი ცნობები ვიქტორზე
    რამდენად მძიმე ოსიმენის ტრავმა - ახალი ცნობები ვიქტორზე
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" შემტევმა, ვიქტორ ოსიმენმა, საუდის არაბეთთან მატჩში ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა. 

    ამასთან დაკავშირებით კომენტარი იტალიის ეროვნული ნაკრების სამედიცინო სტაფის ყოფილმა ხელმძღვანელმა ენრიკო კასტელაციმ გააკეთა.

    "სრულყოფილ გამოკვლევას ველოდებით, მაგრამ თუ ტრავმა დაღლილობისგანაა გამოწვეული, დაზიანება მძიმე არ იქნება", - თქვა ენრიკომ.

    აქვე გეტყვით, რომ ნიგერილმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" რიგებში 8 მატჩში 6 გოლი შეაგდო.

    Facebook კომენტარები