• 27-10-2023
    "ფეხბურთისა და კალათბურთის მეგობრობა წელსაც გრძელდება" - იტალიური მედია კვარას და შენგელიას მეგობრობაზე წერს
    "ფეხბურთისა და კალათბურთის მეგობრობა წელსაც გრძელდება" - იტალიური მედია კვარას და შენგელიას მეგობრობაზე წერს

    გავლენიანი იტალიური გამოცემა, "IL Matino" ხვიჩა კვარაცხელიასა და თორნიკე შენგელიაზე წერს.

    მათი თქმით, "ნაპოლის" ქართველი სუპერვარსკვლავი თორნიკეს საკალათბურთ მატჩს უნდა დაესწროს:

    "ჭორია, მაგრამ შესაძლოა, დადასტურდეს კიდეც. არის იმის ალბათობა, რომ ორშაბათ საღამოს, ბასკეტ ნაპოლისა და ვირტუს ბოლონიას თამაშს ნაპოლის ორი მოთამაშე, კვარაცხელია და დი ლორენცოც დაესწრონ"

    "ქართველი ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთი ვარსკვლავის, ვირტუსში მოთამაშე შენგელიას თანამემამულე და მეგობარია. თავის დროზე შენგელია ნაპოლის უდინეს სტადიონის ტრიბუნიდან სერია A-ს მატჩში გულმხურვალედ ქომაგობდა. ფეხბურთისა და კალათბურთის მეგობრობა წელსაც გრძელდება", - წერს წყარო.

    Facebook კომენტარები