• 29-10-2023
    მორიგი ტიტული! - ვაკო ყაზაიშვილის “ულსან ჰიუნდაიმ” ჩემპიონობა გაინაღდა
    მორიგი ტიტული! - ვაკო ყაზაიშვილის “ულსან ჰიუნდაიმ” ჩემპიონობა გაინაღდა

    როგორც მოგეხსენებათ, “ულსან ჰიუნდაიმ” სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 35-ე ტურის შეხვედრაში “დეგუ” დაამარცხა და ანგარიშით 2:0 იმარჯვა.

    ზემოხსენებული გამარჯვების შემდეგ “ულსან ჰიუნდაიმ” სამხრეთ კორეის ლიგის ჩემპიონობა გაინაღდა.

    საგულისხმოა, რომ “ულსანის” გაჩემპიონებაში ლომის წვლილი მიუძღვის ვაკო ყაზაიშვილს, რომელმაც 34 ჩატარებულ მატჩში 11 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    ცნობისთვის, ყაზაიშვილმა “ულსან ჰიუნდაისთან” ერთად სამხრეთ კორეის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო.

    Facebook კომენტარები