• 05-11-2023
    ოფიციალურად: ლევან მჭედლიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
    ოფიციალურად: ლევან მჭედლიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

    ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, ლევან მჭედლიძემ კარიერა დაასრულა.

    33 წლის მოთამაშემ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

    “თითქმის ერთი წელი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ამ

    საოცარ სპორტთან მიწევს გამომშვიდობება .. ფიზიკური პრობლემების გამო. 

    დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში მედგა ამ დროის მანძილზე..

    გამორჩეულად მადლობას ვუხდი ემპოლის, კლუბს რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერაში და გვერდში მედგა პირველივე დღიდან... 

    ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. საქართველოს ნაკრების მაისურით ნათამაშები ყოველი თამაში გამორჩეული და საამაყო იყო ჩემთვის!

    მადლობა

    პალერმოს 

    დინამო თბილისს

    დინამო ბათუმს 

    ტორპედო ქუთაისს

    მიეცით ყველაფერი ამ სპორტს ახალგაზრდებო, რომ რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოთ და ისიამოვნოთ ამ დაუვიწყარი გრძნობებით!” - განაცხადა მჭედლიძემ.

    ცნობისთვის, ლევანმა პროფესიონალურ კარიერაში საკლუბო დონეზე ჩატარებულ 215 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    მჭედლიძემ საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძკო.

    Facebook კომენტარები