შოტლანდიასა და საქართველოს მატჩის შემდეგ, სკოტების თავკაცმა, სტივ კლარკმა პრესკონფერენციაზე მატჩი შეაფასა:
"თუკი თამაშის მოგება შეუძლებელია, კარგია, როცა არ წააგებ... საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, კვარაცხელიამ კი შესანიშნავი გოლები გაიტანა და ზოგადად, საქართველოს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა აჩვენა მოედანზე გამძლეობა და ხასიათი. შესაბამისად, ამ თამაშით უკმაყოფილო არ ვარ, რადგან, როცა მარცხდები, ფრეც არ არის მიუღებელი შედეგი."
"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია. აქ ორჯერ უკვე ნათამაშები გვქონდა და იმ შეხვედრებში გოლიც ვერ გავიტანეთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს შედეგი ჩვენთვის დადებითია."
"ყველა მატჩში მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მეტოქე ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ. ვფიქრობ, რომ როდესაც გუნდი იგებს, ყველაფერს აკეთებს ანგარიშის შესანარჩუნებლად. ამიტომ, მეტოქის ფეხბურთელები მოედანზე ხშირად იწვნენ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს თანამედროვე ფეხბურთის ნაწილია და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ."
"ჩემი აზრით, საქართველო არა მხოლოდ მე-4 კალათის საუკეთესო გუნდია, არამედ მე-3 კალათის დონის გუნდია და სავარაუდოდ, შემდეგ ციკლში ასეც იქნება. პლეი ოფშიც შანსი ექნება. გარდა ამისა, ხვიჩა კვარაცხელიას სახით ჯადოსნური ფეხბურთელი ჰყავთ და ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში რთულია" - განაცხადა სტივმა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
