• 18-11-2023
    "კვარა ისეთი ფეხბურთელია, როგორიც ევრო 2024-ზე გვჭირდება" - შოტლანდიელებს ხვიჩა მის ნაკრებში სურთ
    "კვარა ისეთი ფეხბურთელია, როგორიც ევრო 2024-ზე გვჭირდება" - შოტლანდიელებს ხვიჩა მის ნაკრებში სურთ

    ერთ-ერთი შოტლანდიური გამოცემა, "The Scotsmen"-ი საქართველოსა და შოტლანდიის მატჩს ეხმაურება, სადაც ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საოცრად ითამაშა.

    გამოცემამ ხაზი კვარას კარგ თამაშს გაუსვა და განაცხადა, რომ ის ისეთი ფეხბურთელია რომელიც შოტლანდიას აკლია:

    "ქართველმა ფეხბურთელმა აჩვენა ის, რაც სტივ კლარკს ყველაზე მეტად სჭირდება მომავალი ზაფხულისთვის. სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიას არ ჰყავს ბებია ან პაპა დანუნიდან (ქალაქი შოტლანდიაში) ან ჩვენი ქვეყნის სხვა რომელიმე რეგიონიდან" 

    "ასეა თუ ისე, 22 წლის ასაკში მან უკვე ჩაატარა საქართველოს ნაკრებში 27 მატჩი. ნაპოლის გარემარბმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა მშობლიურ თბილისში, შოტლანდიასთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (2:2) და დაუმტკიცა მათ, ვისაც კიდევ ეპარებოდა ეჭვი, რომ ევროპის ერთ-ერთი მთავარი ტალანტია" 

    "რას არ მისცემდა შოტლანდია, მომავალ ზაფხულს თვითმფრინავით გერმანიაში მისი წაყვანაც რომ შეეძლოს. კვარაცხელია სწორედ ის არის, ვინც კლარკის გუნდს აკლია და ეს მის ბოლო თამაშმაც დაამტკიცა. მართალია, შოტლანდიამ მისაღები შედეგი აჩვენა, მაგრამ ისევ გამოჩნდა, რომ კლარკის გუნდს აშკარად აკლდა მოთამაშე - X-ფაქტორი"

    "კვარაცხელიამ აჩვენა, ვინ არის - ის გაცილებით მაღალი დონისაა, ვიდრე ჰარვი ბარნსი. შესაძლოა, ნიუკასლის შემტევი მსგავსი ტიპის მოთამაშეა - უყვარს მარცხნივ მოქმედება, მაგრამ ქართველი მაესტროსგან განსხვავებით, მას აკლია ფეთქებადი ძალა. სიმართლე რომ ვთქვათ, ევროპაში ცოტაა (საერთოდაც თუ არის) ისეთი მოთამაშე, რომელსაც ამ როლში ისეთივე კარგად შეუძლია თამაში, როგორც კვარაცხელიას" 

    "იმ მატჩში კვარაცხელიას დაცვითი ფუნქციების შესრულება არ ევალებოდა და ის პირველივე წუთებიდან გვიქმნიდა პრობლემებს, თავს აღწევდა რაიან პორტეუსს. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ წინ მძიმე ღამე გველოდა. მაგრამ შოტლანდიამ გაძლო. სკოტ მაკტომინეიმ გააკეთა ის, რაც გააკეთა, ლოურენს შენკლენდმა კი შეგვახსენა, რომ მცირე შანსის გამოყენაც კი შეუძლია და ალბათ, ევრო 2024-ის შემადგენლობაშიც დაჯავშნა ადგილი"

    Facebook კომენტარები