• 19-11-2023
    რაფინია "ტოტენჰემს" მოუნდა - რა თანხას იხდიან "დეზები"
    რაფინია "ტოტენჰემს" მოუნდა - რა თანხას იხდიან "დეზები"
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ტოტენჰემს" რაფინიას იანვარში დამატება უნდა, - იუწყება SPORT.

    ინგლისში ვარაუდობენ, რომ "ბარსელონა" 26 წლის შემტევს 70 მილიონ ევროდ შეაფასებს. სხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ, "სპურსი" რაფინიაში 35 მილიონ ევროზე მეტის გადამხდელი არაა.

    "დეზები" ბრაზილიელი გარემარბით უკვე წლებია, რაც ინტერესდებიან. ახლა მათ იმით სარგებლობა სურთ, რომ რაფინიას "ბლაუგრანაში" სათამაშო დრო გვარიანად შეუმცირდა.

    პრემიერ ლიგისთვის სატიტულო რბოლაში ჩართული "ტოტენჰემი" ზამთარში წინა ხაზის გაძლიერებას პრიორიტეტულ ამოცანად მიიჩნევს, რაფინია კი მათ ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად ესახებათ.

    დისკვალიფიკაციისა და ტრავმის გამო, მიმდინარე სეზონში ბრაზილიელს სულ 11 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 11 ნომრის ანგარიშზე 2 გოლი და 3 ასისტია.

    Facebook კომენტარები