• 03-12-2023
    გორან პანდევი: “ხვიჩა კვარაცხელია კლასიკური გაგებით ჩემპიონია”
    გორან პანდევი: “ხვიჩა კვარაცხელია კლასიკური გაგებით ჩემპიონია”

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლი” სერია ა-ს  მე-14 ტურის შეხვედრაში შინ “ინტერს” მიიღებს. 

    აღნიშნული შეხვედრის წინ “ნერაძურის” ყოფილმა ფეხბურთელმა, გორან პანდევმა ხვიჩა კვარაცხელიასა და მარკუს ტურამზე ისაუბრა:

    “ხვიჩა და მარკუსი კლასიკური გაგებით ჩემპიონები არიან, რომელთაც შეუძლიათ, რომ გადამწყვეტ მომენტში გადამწყვეტი სიტყვა თქვან. ხვიჩა თავის შესაძლებლობებს მუდმივად ამტკიცებს. აი, ფრანგმა შემტევმა კი ძალიან გამაკვირვა, რადგან ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კიდევ ვინმე შეძლებდა იტალიაში ისეთი სადებიუტო სეზონის ჩატარებას, როგორიც კვარას ჰქონდა”. - განაცხადა პანდევმა.

    ცნობისთვის, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლიში” ჩატარებულ 17 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოოე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები