• 04-12-2023
    "წესები აშკარად ირღვეოდა, VAR არც კი იყო საჭირო" - "ნაპოლიში" მსაჯობაზე გაბრაზდნენ
    "წესები აშკარად ირღვეოდა, VAR არც კი იყო საჭირო" - "ნაპოლიში" მსაჯობაზე გაბრაზდნენ

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს მე-14 ტურში "ნაპილისა" და "ინტერის" დაპირისპირება შედგა, სადაც მილანურმა გრანდმა 0:3 გაიმარჯვა.

    შეხვედრაში დაფიქსირდა ბევრი საკამათო მომენტო, სადაც მსაჯმა ნეაპოლელებისთვის უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

    ამასთან დაკავშირებით კომენტარი "პარტენოპეის" სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ გააკეთა.

    "თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არბიტრებმა და ვიდეორეფერიმ დღეს დამამცირებლად იმუშავეს.

    "ოსიმენის მომენტში, როცა იგი საჯარიმოს წააქციეს, ჯარიმა აშკარა იყო. VAR-ის მონიტორზე მაინც უნდა ენახათ.

    "რაც შეეხება ლობოტკას მომენტს, წესები აშკარად ირღვეოდა, ეს ტრიბუნიდანაც კი გამოჩნდა. VAR საჭირო არც კი იყო, მაგრამ მთავარმა არბიტრმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო", - თქვა მელუზომ.

    Facebook კომენტარები