• 05-12-2023
    “ის კახა კალაძეს ძალიან ჰგავს” - Tuttomercadoweb-მა საბა გოგლიჩიძეს სტატია მიუძღვნა
    “ის კახა კალაძეს ძალიან ჰგავს” - Tuttomercadoweb-მა საბა გოგლიჩიძეს სტატია მიუძღვნა

    როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის “ტორპედოს” ახალგაზრდა ფეხბურთელის, საბა გოგლიჩიძის შეძენით იტალიური გუნდები ინტერესდებიან. განსაკუთრებულ ინტერესს კი “უდინეზე” იჩენს.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Tuttomercadoweb-მა საბა გოგლიჩიძეს სპეციალური სტატია მიუძღვნა:

    “საბა გოგლიჩიძე კალაძისა და კვარაცხელიას კვალდაკვალ. ქუთაისის “ტორპედოს” მცველი საკმაოდ მოქნილია, მას 3-კაციან, ასევე 4-კაციან დაცვის ხაზში შეუძლია თამაში. ის მარჯვენა მცველია, თუმცა ცენტრალურ მცველადაც მშვენივრად შეუძლია თამაში. ის საკმაოდ კარგი აღნაგობის გახლავთ და კარგი სისწრაფეც აქვს. იტალიურ გუნდებს მისი თამაში ძალიან ხიბლავთ, განსაკუთრებით კი “უდინეზეს”. ის კახაბერ კალაძეს ძალიან ჰგავს”. - წერს Tuttomercadoweb.

    ცნობისთვის, საბა გოგლიჩიძემ გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში 14 შეხვედრა ჩაატარა.

    Facebook კომენტარები