• 05-12-2023
    "ლორიას ოქროს ბურთს მისცემდნენ" - ქართველი გულშემატკივრის კომენტარები ეროვნული ლიგის დაჯილდოვებაზე
    "ლორიას ოქროს ბურთს მისცემდნენ" - ქართველი გულშემატკივრის კომენტარები ეროვნული ლიგის დაჯილდოვებაზე

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ჩემპიონატი ბათუმის "დინამოს" ჩემპიონობით დასრულდა. 

    გუშინ გაიმართა ეროვნული ლიგის დაჯიდლოვება, სადაც ფეხბურთელები და მწვრთნელები სხვადასხვა ნომინაციებში დააჯილდოვეს. 

    სეზონის საუკეთესო მწვრთნელად, გორის "დილას" ყოფილი და ბათუმის "დინამოს" ახალნდელი მწვრთნელი, ანდრეი დემჩენკო დასახელდა, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი ქართლში გაატარა, მეორე კი აჭარაში. 

    სეზონოს მეკარედ თბილისის "დინამოს" ვეტერანი კიპერი, გიორფი ლორია იქნა არჩეული, რომელმაც ჩემპიონატში მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა. 

    საუკეთესო ფეხბურთელად ასევე ბათუმელთა შემტევი, ჯოვინო ფლამარიონი დასახელდა. 

    ჯილდოების ასეთ გადანაწილებას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა ქართველი გულშემატკივრისგან. 

    იხილეთ კომენტარები: 

    "ისემც მე მაგის როგორც დემჩენკო საუკეთესო არ არის, ევროტურნირენზე გამოჩნდება მაგის მაგარო მწვრთნელობა". 

    "ლორია არ იმსახურებდა, არც დემჩენკო". 

    "მწვრთნელად კინი უნდა დასახელებულიყო, საიდან ამოიყვანა ტორპედო". 

    "აზრზე ხართ? ლორია თავიდანვე, რომ ყოფილიყო ოქროს ბურთს მისცემდნენ".

    Facebook კომენტარები