• 09-12-2023
    "ხვიჩაზე ეს ფაქტი უარყოფითად მოქმედებს" - მაძარის კომენტარი "იუვესთან" მარცხის შემდეგ
    "ხვიჩაზე ეს ფაქტი უარყოფითად მოქმედებს" - მაძარის კომენტარი "იუვესთან" მარცხის შემდეგ
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს მე-15 ტურში "ნაპოლი" ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდა. 

    შეხვედრის შემდეგ, ვალტერ მაძარიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

    "ჩემი ბიჭები დომინირებდნენ და აიძულეს იუვე თითქმის მთელი მეორე ტაიმი საკუთარ საჯარიმოში ყოფილიყო. 

    "ჩვენი შეცდომა მხოლოდ ისაა, რომ გოლი ვერ გავიტანეთ. თუ ასე ვითამაშებთ, ვფიქრობ, რომ ზედიზედ რამდენიმე თამაშს მოვიგებთ. 

    "წაგებას საერთოდ არ ვიმსახურებდით. ვაღიარებ, რომ პრობლემები გვაქვს. 

    "მეტოქეები სწავლობენ, შენს შესაძლებლობებს მშვიდად ვერ გამოხატავ, როგორც ადრე აკეთებდი. 

    "ხვიჩა ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა ფაქტი, რომ ახლა მარცხენა მცველი არ გვყავს, ქართველზე უარყოფითად მოქმედებს", - თქვა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები