• 10-12-2023
    "აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იყო" - კობიაშვილი ხვიჩას დისკვალიფიკაციაზე
    "აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იყო" - კობიაშვილი ხვიჩას დისკვალიფიკაციაზე
    Author of the article
    Aa

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა Geo Team-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე კომენტარი გააკეთა.

    "პირველი აღვნიშნავ იმას, რომ მე სამწუხაროდ არ ვიყავი ესპანეთში სტუმრად, მქონდა ამის მიზეზი და ფაქტი, რომელიც გავიგე იყო, რავიცი, რა გითხრათ.

    "წარმოუდგენელი რაღაც, იმიტომ, რომ უბრალოდ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იყო ის შეცდომა, რაც მოხდა.

    "ძალიან ძნელად გასაგებია, თუმცა, ფაქტია მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეს იყო შეცდომა, გინდა ადამიანური გადაცდენა დავარქვათ", - თქვა კობიაშვილმა.

    Facebook კომენტარები