გათიშვა

"რატომ არ იძახებენ არაბიძეს ნაკრებში?" - ლევან კობიაშვილის საინტერესო პასუხი

"რატომ არ იძახებენ არაბიძეს ნაკრებში?" - ლევან კობიაშვილის საინტერესო პასუხი
1 წლის წინ
ნიკა მშვილდაძე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელზე, გიორგი არაბიძეზე "GeoTeam"-თან საუბრისას საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"რატომ არ იძახებენ არაბიძეს ნაკრებში? ეს მწვრთნელთანაა დაკავშირებული, რომელიც შემადგენლობას ირჩევს. 

"საზოგადოებაში ასეთი განცდა არის, რომ ის ნაკრებში ვერ ხვდება იმიტომ, რაც დააშავა 2018 წელს, იყო რაღაც ინციდენტი, რის გამოც ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი არიან გაბრაზებულები მის მიმართ. ასეთი აზრი ჩვეულებრივი სიგიჟეა.

"ადამიანს პატივს ვცემ, იმ დღესაც დაჯილდოებაზე ვნახე. პირიქით, მიხარია, როგორც თქვენ, ისევე მე. გიორგი ვიცი სულ პატარა, ვიცი რა შესაძლებლობა აქვს, რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდში მას სირთულეები ჰქონდა, მაგრამ უბრალოდ გულდასაწყვეტია თუ რომელიმე ადამიანი ამას ამ ფორმით ახმოვანებს ან ცდილობს შემოიტანოს.

"კიდე ვიტყვი, რომ მთავარ მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს, თავისი მოსაზრება აქვს, წყვეტს როგორცაა. 

"არვიცი მარტში ვინ იქნება, არც მანამდე ვიცოდი და არც მარტში მეცოდინება, ეს ჩემი საქმე არაა და არც ჩემი გადასაწყვეტია.

"გიორგი არაბიძეს ვგულშემატკივრობ და ყოველთვის გამიხარდება მისი წარმატება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და განსაკუთრებით თუ ნაკრებში ითამაშებს, თუ პირადად მე მეკითხებით გამიხარდება", - თქვა კობიაშვილმა.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ