• 15-12-2023
    "ჩელსი" "ნაპოლის" მოადგა - ლონდონელებს "პარტენოპეის" ერთ-ერთი ლიდერი სურთ
    "ჩელსი" "ნაპოლის" მოადგა - ლონდონელებს "პარტენოპეის" ერთ-ერთი ლიდერი სურთ

    გამოცემა "ESPN"-მ "ნაპოლისთან" დაკავშირებით ახალი სატრანსფერო ინფორმაცია გაავრცელა.

    წყაროს ცნობით, ლონდონის "ჩელსი" ნეაპოლელთა ერთ-ერთი ლიდერის დამატებით დაინტერესდა.

    საუბარია ვიქტორ ოსიმენზე, რომელიც "არისტოკრატებთან" გასულ ზაფხულშიც ხშირად დააკავშირეს.

    როგორც ირკვევა, "ლურჯები" მზად არიან, რომ ნიგერიელი ფორვარდის დამატებისთვის, რამდენიმე ფეხბურთელი გაყიდონ.

    აქვე გეტყვით, რომ ვიქტორი "პარტენოპეისთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა, რომლის მიხედვითაც მისი გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევრო იქნება.

    Facebook კომენტარები