• 19-12-2023
    უმაგრესი ამბავი! - ბათუმში ლეგენდების მატჩი გაიმართება
    უმაგრესი ამბავი! - ბათუმში ლეგენდების მატჩი გაიმართება

    Europebet-ის ორგანიზებით საქართველოში ლეგენდების შეხვედრა გაიმართება.

    GEO11 მარტში დაგეგმილ შეხვედრაში მილანის “ინტერს” დაუპირისპირდება.

    საგულისხმოა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების ლეგენდარული მოთამაშეები: შოთა არველაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე და თემურ ქეცბაი მიიღებენ.

    “ინტერის” რიგებში კი ლუიშ ფიგუ, ხავიერ ძანეტი და სხვა ლეგენდები იასპარეზებენ.

    გთავაზობთ თემურ ქეცბაიას კომენტარს:

    “ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მატჩი ჩატარდება საქართველოში და მიხარია, რომ ყოფილ გუნდელებთან ერთად, მოედანზე კიდევ ერთხელ გავალ. ჩამოდის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ინტერი, ბევრი ლეგენდარული მოთამაშით. დარწმუნებული ვარ, მსგავსი თამაშები ჩვენს ქვეყანას დიდ პოპულარიზაციას გაუწევს, განსაკუთრებით ისეთ შესანიშნავ ქალაქს, როგორიც ბათუმია. 

    ინტერში ითამაშეს დიდმა ფეხბურთელებმა, ოქროს ბურთის მფლობელებმა, ამ კლუბს ყველანაირი ტიტული აქვს მოგებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარს არანაკლებ გაუხარდება მოედანზე ქართველი ფეხბურთელების ერთად დანახვა. 

    ახალგაზრდებს ჩვენი თამაში არ ახსოვთ, ამიტომ შანსი აქვთ მოედანზე გვნახონ, როგორები ვართ, როგორ შეგვიძლია ამ ასაკში თამაში. ორგანიზატორებს და სპონსორებს მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა, ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანა”. - განაცხადა ქეცბაიამ.

    ასე რომ, ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრებამდე საქართველოში კიდევ ერთი მნიშველოვანი შეხვედრა ჩატარდება.

    Facebook კომენტარები