• 24-12-2023
    "ამას ვერ ვიგებს, რატომ გააკეთ ეს მიქაუტაძემ" - კობიაშვილმა გიორგიზე ისაუბრა
    "ამას ვერ ვიგებს, რატომ გააკეთ ეს მიქაუტაძემ" - კობიაშვილმა გიორგიზე ისაუბრა

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ამსტერდამის "აიაქსის" და საქართველოს ნაკრების შემტევის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

    მან აქცენტი გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ჟორჟის მიერ კლუბის შეცვლასთან დაკავშირებით გააკეთა:

    "გულახდილი ვიქნები, გასაგებია, რომ "აიაქსია", დიდი კლუბია, მე დეტალები არ ვიცი, თუმცა ჩემთვის, პირადად, ცოტა გაუგებარია რატომ წავიდა "მეციდან", იქ სადაც თამაშობდა. მართალია, უმაღლეს ლიგაში ახალი აღზევებული გუნდი იყო, თუმცა ძირითადის მოთამაშე და ლიდერი იყო. 

    "ცხადია, რომ როცა "აიაქსი" შენით ინტერესდება და ამხელა თანხას იხდის, რაღაც ინტერესი შენც, როგორც მოთამაშეს გაქვს, თუმცა თუ რეალურად შევხედავთ, ლიგა 1-ის დონე გაცილებით უკეთესია და ჯობია, ვიდრე ჰოლანდიის"

    "აიაქსიც" მგონი, ეს ის გუნდიც აღარ არის, რაც ბოლო პერიოდში გვახსოვდა. საბოლოო ჯამში, იმ დონის გუნდი არ არის, რაც ჩანს, თუმცა არც ისეთი სუსტია რომ თასზე მესამე ლიგის გუნდთან აგებდეს და ჩემპიონატში ასე გამოიყურებოდეს", - თქვა კობიაშვილმა.

    Facebook კომენტარები