• 26-12-2023
    საჩივარი შეტანილია! - რას გეგმავს ლუქსემბურგის ნაკრები საქართველოსთან მატჩამდე
    საჩივარი შეტანილია! - რას გეგმავს ლუქსემბურგის ნაკრები საქართველოსთან მატჩამდე
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ერთა ლიგის პლეიოფის ნახევარფინალში საქართველო ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.

    აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში სტუმრებს ერთ-ერთი ლიდერი დანიელ სინანი დააკლდებათ, რომელმაც ლიხტენშტეინის წინააღმდეგ წითელი ბარათი მიიღო.

    იწერება, რომ ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციამ, წითელი ბარათი გაასაჩივრა.

    ფედერაციის წარმომადგენლებს იმედოვნებენ, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო აპელაციას დააკმაყოფილებს და საქართველოსთან გასამართ მატჩში, ლუქსემბურგს სინანი დაეხმარება.

    ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება 2024 წლის 21 მარტს გაიმართება.

    Facebook კომენტარები